ირაკლი კობახიძე: სააკაშვილის საქმეზე ვერ გაბედეს სტრასბურგში სარჩელის გაგზავნა, ახლაც ვერ ბედავენ, რადგან იციან, რომ წაგებულები დარჩებიან
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები სტრასბურგის სასამართლოში სარჩელის გაგზავნას ვერ ბედავენ, რადგან იციან, რომ წაგებულები დარჩებიან.
„მათ ვერ გაბედეს და ახლაც ვერ ბედავენ სტრასბურგში სარჩელის გაგზავნას, ვინაიდან იციან, რომ წაგებულები დარჩებიან. აქედან გამომდინარე, ცდილობენ საბაბის მოძებნას სარჩელის არგაგზავნისთვის. სინამდვილეში, ამას აქვს ერთადერთი მიზეზი – მათ არ აქვთ სიმყარის შეგრძნება, ისინი ვერ იქნებიან წარმატებულები ამ სარჩელში“, – აცხადებს კობახიძე.