იაგო ხვიჩია: პრეზიდენტისგან ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით ველოდები მოსაზრებებს

“ჩემს კოლეგებს ოღონდ ზიზღი აფრქვევინე და ერთმანეთთან აჩხუბე, ამის პრობლემა არ არის. ალბათ, ხვალ მსგავსი რაღაცები იქნება”, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ პარლამენტში ხვალ დაგეგმილ პრეზიდენტის გამოსვლასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, პრეზიდენტისგან ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით ელოდება მოსაზრებებს.

„მე მაინც უფრო ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოსაზრებას ველოდები, ზოგადად, დისკუსიას იმ მიმართულებით, თუ საით მივდივართ და საით გვინდა, რომ მივდიოდეთ. ცხადია, რომ გაუთვალისწინებელი სიურპრიზებიც იქნება. პრეზიდენტის ინსტიტუტს ჯერ კიდევ აქვს გარკვეული ინსტრუმენტები იმისთვის, რომ თავისი თამაშით ითამაშოს და საზოგადოებას აჩვენოს, მისი აზრით, რა არის სწორი და რა – არასწორი“, – განაცხადა ხვიჩიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები