ზაზა პაპუაშვილი: ადამიანები, რომლებიც გაჰკიოდნენ ეს კანონი რუსულიაო, ვერც მიხვდნენ უნებურად რამხელა ტკივილი და დარტყმა მიაყენეს ქვეყანას

უახლეს ისტორიაში ვერც ერთ განსაცდელს ჩვენ ვერ დავუხვდით მზად, ყველაფერი უბედურება დავიტეხეთ თავს და ტრაგიკული თარიღები გვაქვს, – ამის შესახებ მსახიობმა ზაზა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, შემოქმედება, აზროვნება თუ შეწყვიტა სახელმწიფომ ამაზე საგანგაშო არაფერია.

„ჩვენი ვალია ახლა, რომ ჩვენი გონება გადავიდეს საბრძოლო ყაიდაზე. არაფერი არ უნდა გამოგვრჩეს და ჩვენი ქვეყნისკენ წამოსული ისრები უნდა ავიცილოთ, გავანეიტრალოთ და პასუხიც გავცეთ. ეს ტონალობა რაც არსებობს, მოწონება გარედან, ეს ვანდალური აქტი კარგია, თქვენ უნდა გადაატრიალოთ თქვენი ხელისუფლება, თქვენ კარგი ხართ, ხელისუფლება არ გივარგათ, ეს უნდა მიიღოთ, ეს არ უნდა მიიღოთ, ეს მე არ მესმის. დამოუკიდებელ, სუვერენულ ქვეყანაზე ვლაპარაკობთ?! ეს ჩვენ ღირსებაზე არ მოქმედებს?! როგორ უნდა განვითარდეს საზოგადოება, მუდმივ ასეთ სტრესში როგორ უნდა იყოს? ქვეყანა მუდმივ რყევაში როგორ უნდა იყოს? ჩემთვის ყველაზე შემაძრწუნებელი იყო ის, რომ თქვენ არათუ არ მიიღებთ ამ კანონს, თქვენ ამას არც განიხილავთო.

ეს ადამიანები, რომლებიც ასე გაჰკიოდნენ, რომ ეს კანონი რუსულიაო, მათ ვერც გაიგეს და ვერც მიხვდნენ, უნებურად რამხელა ტკივილი და დარტყმა მიაყენეს ქვეყანას. არც წაუკითხავთ და არც წაიკითხავენ, ასე უთხრეს, რომ ეს კანონი არ ვარგა და რუსულია. შემოქმედება, აზროვნება თუ შეწყვიტა სახელმწიფომ ამაზე საგანგაშო არაფერია“, – განაცხადა ზაზა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები