გიორგი ჩალაძე – მიხეილ სააკაშვილზე: მისი ჯანმრთელობა მარტო პოლიტიკური არ არის, მის სიცოცხლეზეა ჩვენი ქვეყნის ბედი დამოკიდებული

მისი ჯანმრთელობა მარტო პოლიტიკური არ არის, მის სიცოცხლეზეა ჩვენი ქვეყნის ბედი დამოკიდებული, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ჩალაძემ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილს საკვების მიღება სურს, თუმცა არ შეუძლია.

„მისი ჯანმრთელობა მარტო პოლიტიკური არ არის, მის სიცოცხლეზეა ჩვენი ქვეყნის ბედი დამოკიდებული, „ქართულმა ოცნებამ“ კარგად იცის, სამწუხარო რეალობაა და არაფერს აკეთებს, რადგან მას არ სჭირდება ევროპული მომავალი, „ქართულ ოცნებას“ არ უნდა მისი ევროპული მომავალი და მეორე, ისინი პირადად ისმენენ იმ საუბრებს, რაც პალატაში იმართება და იციან თითოეული წერილის შიგთავსის შესახებ. რაც შეეხება საკვების მიღების საკითხს, პირველ რიგში მას რომ მოუწოდო, მას ეს არ უნდა უნდოდეს და შენ უნდა მოუწოდო, მაგრამ მას ეს უნდა. მას სურს, მას რომ მე მოვუწოდო, მაშინ გამოდის რომ მე ამ რიტორიკას ვეთანხმები, თითოს მას არ უნდა და მე ვთხოვ. სამედიცინო დაწესებულებაში იციან, რომ ის ცდილობს საკვები მიიღოს, მაგრამ ვერ იღებს“, – განაცხადა გიორგი ჩალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები