ზურაბ ჩხაიძე: ჩვენ ბევრად უფრო მეტად ვართ სააკაშვილის მდგომარეობის გაუმჯობესებით დაინტერესებული, ვიდრე მისი ახლო წრე

სამედიცინო ცენტრ „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, აშკარად ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებით კლინიკა უფროა დაინტერესებული, ვიდრე მისი ახლო წრე.

მისი თქმით, სამედიცინო ბარათი არაერთხელ გაიტანეს კლინიკიდან და ახლა რას ითხოვენ გაუგებარია.

„ის, რასაც პაციენტი იღებს, მექანიკურად ბევრად უფრო რთულად გადასამუშავებელია, ვიდრე ჩვენს მიერ შეთავაზებული კალორაჟი. ის არ თანხმდება კატეგორიულად იმ შეთავაზებულ ჩვენს რეკომენდაციაზე, მენიუს ვგულისხმობ. სიმპტომურ მკურნალობაზე არ არის საუბარი, აქ საუბარია სამკურნალო დანიშნულებაზე, მათ შორის გადასხმაზე. მაგრამ ამის შეთავაზება მაინც ყოველდღიურად ხდება. ამის დაფიქსირება კი ხდება სამედიცინო ბარათში, რომელზეც მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ არ არსებობსო. ეს ხომ აბსურდია. ეს ბარათი არაერთხელ გაუტანიათ მოთხოვნის შესაბამისად. რა უნდათ ამ ადამიანებს, რას ითხოვენ ჩვენგან. ბევრად უფრო მეტად ვართ ჩვენ პაციენტის მდგომარეობის გაუმჯობესებით დაინტერესებული, ვიდრე მისი ახლო წრე. ეს აშკარად ჩანს უკვე“, – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ გადაცემაში „ღამის კურიერი“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები