„ლიტერატურულ რეპრესიებს მხარს ვერ დავუჭერ“ – გაგა ნახუცრიშვილი „საბადან“ საკუთარ ნაწარმოებს ხსნის

პოეტი გაგა ნახუცრიშვილი „საბადან“ საკუთარ ნაწარმოებს ხსნის.

მისი განმარტებით, „საბას“ პირველი ლაურეატი და ქომაგია, მაგრამ ლიტერატურულ რეპრესიებს მხარს ვერ დაუჭერს.

„ამას იმიტომ არ ვაკეთებ, რომ ბექა ჩემი მეგობარია. ლიტერატურულ პრემიებზე ტექსტი განიხილება და არა ავტორის საქციელი. ბექას წიგნი არ უნდა დაებლოკათ. ამიტომაც გამომაქვს ჩემი პოეტური კრებული წლევანდელი კონკურსიდან. „საბას“ პირველი ლაურეატი და ქომაგი ვარ, მაგრამ ლიტერატურულ რეპრესიებს მხარს ვერ დავუჭერ. აი, ესღა გვაკლია“, – წერს გაგა ნახუცრიშვილი Facebook-ზე.

გაგა ნახუცრიშვილის გადაწყვეტილება უკავშირდება ლიტერატურულ კონკურს „საბას“ მიერ ბექა ქურხულის წიგნის, „უკრაინული დღიურების“ კონკურსიდან მოხსნას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები