მერი არაბიძე ჭადრაკში ევროპის ჩემპიონი გახდა

მერი არაბიძე ჭადრაკში ევროპის ჩემპიონი გახდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ევროპული ჭადრაკის ისტორიაში ქართველმა მოჭადრაკემ ევროპის საუკეთესო მოჭადრაკის წოდება მეორედ მოიპოვა.

„არაბიძემ, 11-იდან 8,5 ქულა დააგროვა, მთელი ტურნირის განმავლობაში ლიდერობდა, მარცხის გარეშე განვლო ჩემპიონატი და დამაჯერებლად მოიპოვა ჩემპიონობა.

აღსანიშნავია, რომ მერი მსოფლიოს 2015 წლის მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებულია, საჭადრაკო ოლიმპიადის და ევროპის გუნდური ჩემპიონატების მრავალგზის პრიზიორი!“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები