მაია ომიაძე აჭარაში მოქმედი ტურისტული კომპანიების, სასტუმროებისა და ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე აჭარაში მოქმედი ტურისტული კომპანიების, სასტუმროებისა და ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა.

ბათუმში გამართულ შეხვედრას მაია ომიაძესთან ერთად აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძე და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე თამარ ყორიაული ესწრებოდნენ.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა. მაია ომიაძემ ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს ადმინისტრაციის მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობები გააცნო, ასევე მოისმინა კერძო სექტორის წარმომადგენლების ინიციატივები და რეკომენდაციები სხვადასხვა პროექტის ეფექტური განხორციელების მიზნით, რაც ხელს შეუწყობს ტურისტული ნაკადების მოზიდვას, შემოსავლების გაზრდასა და კერძო სექტორის განვითარებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები