ირაკლი კობახიძე – „ნაცმოძრაობაზე”: ჩვენთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ისინი იქნებიან ქუჩაში თუ პარლამენტში

”ჩვენთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ისინი იქნებიან ქუჩაში თუ პარლამენტში. მათ არც ქუჩის რესურსი აქვთ და არც პარლამენტის”, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ საპარლამენტო ბოიკოტის შეწყვეტას.

მისივე თქმით, ,,ნაცმოძრაობას” კანონპროექტების განხილვაში ჩართვის უნარი არ აქვს.

„პარლამენტის რესურსი პირველ რიგში იმის გამო არ აქვთ, რომ მათი ინტელექტუალური შესაძლებლობები არის ძალიან შეზღუდული. არ აქვთ ელემენტარული უნარი, რომ ჩაერთონ კანონპროექტების განხილვაში და ა.შ. აქედან გამომდინარე, რაიმე დიდი ფასი მათ მონაწილეობას საპარლამენტო ცხოვრებაში, ბუნებრივია, არ აქვს“, – აღნიშნა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები