მდინარაძე – პრეზიდენტის ყოველწლიურ ანგარიშზე: დიდი ყურადღებითა და ინტერესით მოვუსმენთ

ბოლო პერიოდში პრეზიდენტისგან სუპერტენდენციური განცხადებებიც მოგვისმენია, ობიექტურიც კი გამოერევა ხოლმე შიგადაშიგ. დიდი ყურადღებითა და ინტერესით მოვუსმენთ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც პრეზიდენტის ყოველწლიურ ანგარიშთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.

„რომ გითხრათ, სუპერობიექტური მოლოდინი მაქვს, მოგატყუებთ და ამის გაკეთებას ნამდვილად არ ვაპირებ, თუმცა დიდი ყურადღებითა და ინტერესით მოვუსმენთ. ბოლო პერიოდის განმავლობაში ​სუპერტენდენციური განცხადებებიც მოგვისმენია, ობიექტურიც კი გამოერევა ხოლმე შიგადაშიგ – ყურადღებით მოვუსმენთ“, – აცხადებს მდინარაძე.

შეგახსენებთ, 31 მარტს, რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე, პარლამენტი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ყოველწლიურ ანგარიშს მოისმენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები