კობახიძე: გაუგონარი მოვლენაა, როდესაც საკუთარი ოჯახი ჩართულია სააკაშვილის თვითდაზიანების პროცესში
პატიმარს არ უნდა „ვივამედისა“ და პენიტენციური სამსახურის საკვების მიღება. იღებს მხოლოდ ოჯახის მიტანილ საკვებს, რომელიც არ არის სათანადო კალორაჟის, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.
“რაც შეეხება თვითდაზიანებას, ეს კატეგორიულად მიუღებელია და ოჯახის დამოკიდებულებაც მიუღებელია: შეიტანონ სათანადო კალორაჟის საკვები სააკაშვილთან – ეს არის მათი პასუხისმგებლობა.
ისინი ამას არ აკეთებენ, რაც სამწუხაროა. გაუგონარი მოვლენაა, როდესაც საკუთარი ოჯახი ჩართულია სააკაშვილის თვითდაზიანების პროცესში. საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით ძალით ვინმესთვის საკვების მიწოდება არ შეიძლება. პატიმარს არ უნდა „ვივამედისა“ და პენიტენციური სამსახურის საკვების მიღება. იღებს მხოლოდ ოჯახის მიტანილ საკვებს, რომელიც არ არის სათანადო კალორაჟის. სამწუხაროდ, აქ სახელმწიფოს არა აქვს რესურსი, იმოქმედოს სხვანაირად. ეს არის საერთაშორისო სტანდარტი“, – თქვა კობახიძემ.