რუსეთმა ბირთვული სწავლება დაიწყო

რუსეთის სტრატეგიულმა სარაკეტო ძალებმა (RVSN) “იარსის” კომპლექსების გამოყენებით სწავლება დაიწყეს.

ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

„იარსს“ შეუძლია კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტების გაშვება და სამიზნეების განადგურება 11 ათას კმ-მდე მანძილზე.

სწავლებაში 3 ათასზე მეტი სამხედრო და ტექნიკის 300-მდე ერთეულია ჩართული.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ “მანევრები 2023 წლის სტრატეგიული სარაკეტო ძალების მომზადების გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. ხორციელდება ომსკის სარაკეტო ფორმირების კომპლექსური შემოწმება ნოვოსიბირსკის სარაკეტო ფორმირებასთან შეთავსებით, რომელიც აღჭურვილია “იარსის” მობილური სახმელეთო სარაკეტო სისტემებით”.

“იარსის” ტესტირება რუსეთის სამ რეგიონში მოხდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები