ჯანდაცვის სამინისტრო, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოსთან ერთად, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის გაძლიერებაზე მუშაობს

ჯანდაცვის სამინისტრო, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოსთან ერთად, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის გაძლიერების მიზნით, ახალ პროექტზე მუშაობს.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საპილოტე პროექტის ფარგლებში, შეიქმნება ორსულთა და 5 წლამდე ბავშვთა მეთვალყურეობის სტრატეგია. ორსულებისა და ახალბედა მშობლებისთვის მომზადდება სპეციალური სახელმძღვანელო, რომელიც დედათა და ბავშვთა უწყვეტი მოვლის ხარისხის გაუმჯობესებას და მშობელთა ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად. ჯანდაცვის მინისტრი დედათა და ბავშვთა საკითხებში იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს უფროს მრჩეველ კეიკო ოზაკს შეხვდა. მხარეებმა დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და თანამშრომლობის სამომავლო გეგმები განიხილეს.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ორსულთა მეთვალყურეობის პროგრამის ფარგლებში, სპეციალური სახელმძღვანელოს დანერგვა ბავშვთა უწყვეტი მოვლის ხარისხის მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. შეხვედრას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია, ჯანდაცვის პოლიტიკის დეპარტამენტის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის საკოორდინაციო საბჭოს სამდივნოს ხელმძღვანელი ვერა ბაზიარი და დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დედათა და ბავშვთა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სამმართველოს უფროსი ნინო ლომია ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები