მექსიკაში, მიგრანტთა დაკავების ცენტრში ხანძარს 39 ადამიანი ემსხვერპლა

მექსიკაში, სიუდად-ხუარესში მიგრანტების ცენტრში გაჩენილი ხანძრის შედეგად 39 ადამიანი დაიღუპა, დაშავებულია 29 პირი.

ამის შესახებ მექსიკის მთავრობის მიგრაციის ეროვნულ  ინსტიტუტში განაცხადეს.

შემთხვევა აშშ-ის საზღვართან მოხდა. ცენტრში, ძირითადად, ის ადამიანები იმყოფებიან, რომლებიც მექსიკის გავლით აშშ-ში ჩასვლის მცდელობისას დააკავეს.

El Heraldo de Mexico-ის ინფორმაციით, დაკავებულებმა ხანძარი პროტესტის ნიშნად გააჩაღეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები