საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლის ამოქმედებიდან 6 წელი შესრულდა

საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლის ამოქმედებიდან 6 წელი შესრულდა. აღნიშნულთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს:

“იუსტიციის სამინისტრომ განსაკუთრებული წვლილი შეიტანა საქართველოს მოქალაქეებისათვის ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედებისა და მისი შენარჩუნების საქმეში.

სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ“ ევროკავშირთან თანამშრომლობით მნიშვნელოვანი კონტრიბუცია შეიტანა სამოქმედო გეგმის ოთხი ბლოკიდან ორის – დოკუმენტების უსაფრთხოება და მიგრაციის მართვა – წარმატებით შესრულებაში:

მნიშვნელოვანი რეფორმები გატარდა სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემის პროცესის უსაფრთხოებისა და სანდოობის გასაზრდელად, რაც ევროკავშირმა ხაზგასმით აღიარა;

განვითარდა მიგრაციის მართვის ერთიანი სისტემა და ახლებურად მოწესრიგდა მიგრაციასთან დაკავშირებული საკითხები;

იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით მნიშვნელოვანი საკანონმდებლო და ინსტიტუციური რეფორმები გატარდა ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მე-3 ბლოკით – საჯარო წესრიგი და უსაფრთხოება – გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად;

იუსტიციის მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი ტრეფიკინგთან ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭოს ხელმძღვანელობით

გაძლიერდა ტრეფიკინგის დანაშაულის პრევენციული ღონისძიებები;

საკანონმდებლო დონეზე პირველად მოწესრიგდა მიუსაფარი ბავშვის ცნება, რამაც შესაძლებელი გახადა მათთვის უფასოდ საიდენტიფიკაციო დოკუმენტების მოწესრიგება და სხვადასხვა სახელმწიფო სერვისში ჩართვა;

გაფართოვდა და გაძლიერდა მსხვერპლთა დაცვის სერვისები;

გაღრმავდა თანამშრომლობა ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე სახელმწიფო უწყებებს, ადგილობრივ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის;

საქართველოს მიერ ტრეფიკინგთან ბრძოლის სტანდარტები და გატარებული რეფორმები საერთაშორისო დონეზეა აღიარებული აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის, ევროპის საბჭოს, ეუთო-სა და სხვა საერთაშორისო აქტორების მიერ.

იუსტიციის მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭოს ხელმძღვანელობით

ქვეყანაში დამკვიდრდა და გაძლიერდა ლიბერალური, დაბალანსებული, ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული და მტკიცებულებებზე დაფუძნებული ოთხსვეტოვანი ნარკოპოლიტიკა;

პირველად ქვეყანაში დაფუძნდა ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრი და დაიწყო ევროპული სტანდარტის თემატური კვლევების ჩატარება;

გაღრმავდა ორმხრივი თანამშრომლობა ევროპის ნარკოტიკებისა და წამალდამოკიდებულების მონიტორინგის ცენტრსა (EMCDDA) და სხვა თემატურ სააგენტოებთან.

საქართველოსა და ევროკავშირის სამართლებრივი თანამშრომლობის სააგენტოს (EUROJUST) შორის გაფორმდა თანამშრომლობის შეთანხმება, რამაც კიდევ უფრო გააძლიერა ევროკავშირსა და მის ორგანოებთან საქართველოს სექტორული თანამშრომლობა სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის მიმართულებით, ხოლო ქართული მართლმსაჯულების სისტემა ჩაერთო ევროპის მართლმსაჯულების სისტემაში;

იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით მნიშვნელოვანი რეფორმები გატარდა ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მე-4 ბლოკით – საგარეო ურთიერთობები და ადამიანის უფლებები – გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად:

2014 წელს მიღებულ იქნა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონი, რომელმაც სახელმწიფო თანასწორობის დაცვის ახალ ეტაპზე გადაიყვანა;

საქართველომ მოახდინა ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის (სტამბოლის კონვენცია) რატიფიცირება, რამაც გააძლიერა როგორც ოჯახში, ისე ოჯახის მიღმა ქალთა ძალადობისგან დაცვის სახელმწიფო ღონისძიებები”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები