აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ანსამბლი ათენში გაემგზავრა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სიმღერისა და ცეკვის საერთაშორისო ანსამბლი ათენის კულტურის მე-4 საერთაშორისო ფესტივალზე გაემგზავრა. ანსამბლი ფესტივალში 2008 წლიდან მონაწილეობს და ის აფხაზეთიდან დევნილებისგან შედგება. ქვეყნის ფარგლებს გარეთ ისინი აფხაზურ და ქართულ ფოლკლორს უწევენ პოპულარიზაციას. ფესტივალზე ანსამბლი საქართველოს ტრადიციული პროგრამით წარადგენს.