ნორვეგიის საელჩოსთან სააკაშვილის ხელისუფლების დროს დაზარალებულთა ოჯახის წევრები აქციას მართავენ

ნორვეგიის საელჩოსთან მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროს დაზარალებულთა ოჯახის წევრები აქციას მართავენ.

მათი თქმით, დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებში პრიზი, რომელიც პატიმარ სააკაშვილს გადაეცა, მათი შეურაცხყოფაა, რადგან მიაჩნიათ, რომ ყველაზე მეტად 2012 წლამდე ქვეყანაში სწორედ ადამიანის უფლებები ირღვეოდა.

აქციის ორგანიზატორი სულხან მოლაშვილის ძმა, თორნიკე მოლაშვილია. მისი თქმით, სააკაშვილმა ადამიანის უფლებების დარღვევისთვის სასჯელი კიდევ დიდხანს უნდა მოიხადოს.

შეკრებილები ნორვეგიის ელჩთან შეხვედრას და მისი მხრიდან იმ პოზიციის დაფიქსირებას ელოდებიან, იმის თაობაზე რომ სააკაშვილისთვის გადაცემული ჯილდო ქვეყნის ოფიციალური პოზიცია არ არის.

„იმიტომ მოვედით აქ, რომ ნორვეგიის ელჩს ვთხოვოთ, გამოვიდეს და დააფიქსიროს, რომ ეს არ არის ნორვეგიის ოფიციალური პოზიცია. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, რომ ამბობს მკვლელის იარლიყი ამაკრესო, ხალხი შეიძლება დარწმუნებული იყოს, რომ უშუალოდ სააკაშვილმა არ გამოკრა სასხლეტს ხელი, მაგრამ მისმა რეჟიმმა და ბრძანებებმა, რაც ხდებოდა საქართველოში, ნულოვანმა ტოლერანტობამ, აღვირახსნილობამ შეიწირა ეს ხალხი“, -განაცხადა თორნიკე მოლაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები