რატი იონათამიშვილი – „ნაცმოძრაობაზე“: ამათი უტიფრობა იქამდე მიდის, რომ მაშინ, როდესაც სააკაშვილი პრივილეგირებულ მდგომარეობაშია, ამბობენ, რომ ის არის მსხვერპლი
“მათ იციან, რომ იტყუებიან, როდესაც ამბობენ, რომ სააკაშვილი სახელმწიფოსგან რომელიმე სერვისს უფლებების დაცვის სტანდარტის შესაბამისად არ იღებს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას „ქრონიკას“ განუცხადა.
მისივე თქმით, მათ არანაირი პერსპექტივა არ აქვთ.
„ამათი უტიფრობა იქამდე მიდის, რომ მაშინ, როდესაც სააკაშვილი პრივილეგირებულ მდგომარეობაშია, ამბობენ რომ ის არის მსხვერპლი. მათ არანაირი პერსპექტივა არ აქვთ – არც სტრასბურგის სასამართლოსა და არც ქართულ საზოგადოებაში. სადამდეც შეძლებენ ადამიანების მოტყუებას, ამას შეეცდებიან”, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.