მიხეილ სარჯველაძე: ერთადერთი ფაქტორი, რომელიც აზიანებს სააკაშვილის ჯანმრთელობას – არის მისივე ქმედება, უფრო სწორად – მისი უმოქმედობა
“ერთადერთი ფაქტორი, რომელიც აზიანებს სააკაშვილის ჯანმრთელობას, არის მისივე ქმედება, უფრო სწორად, მისი უმოქმედობა”, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, პატიმარი ექსპრეზიდენტი ექიმების რეკომენდაციებს არ ითვალისწინებს.
„ის უარს აცხადებს, რომ იმ რეკომენდაციებს დამორჩილდეს და მიჰყვეს, რომელსაც მას აძლევენ ექიმები. ფაქტია, რომ ადამიანი უბრალოდ არ ემორჩილება რეკომენდაციებს, არ იღებს საკვებს და, შესაბამისად, მცირდება მისი წონა“, – განაცხადა სარჯველაძემ.