ზელენსკი: დნიპრო უკვე 9 წელზე მეტია, ჩვენი ციხესიმაგრეა – მადლობა ყველას, იდექით მტკიცედ და დაამარცხეთ ოკუპანტი
დნიპრო უკვე 9 წელზე მეტია, ჩვენი ციხესიმაგრეა, მთელი ამ ხნის განმავლობაში მხარს უჭერდა ფრონტს და ჯარისკაცებს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომელიც ქალაქ დნიპროში, სამხედროებთან შეხვედრის შემდეგ გაავრცელა.
სახელმწიფოს მეთაურმა დნიპროში გაწეული დახმარებისთვის ყველას მადლობა გადაუხადა.
„ყველა მეთაურს ესმის, რომ მტერი პასუხისმგებელი უნდა იყოს ყველა თავდასხმაზე ჩვენს ქალაქებსა და სოფლებზე, ჩვენს ხალხზე. სლოვიანსკისთვის, კოსტიანტინივკასა და დრუჟკივკასათვის, ავდიივკასა და ტორეცკისთვის, უკრაინელების ტკივილისთვის – და არა მხოლოდ ფართომასშტაბიანი ომის დროს, არამედ 2014 წლიდან.
დნიპრო უკვე 9 წელზე მეტია, ჩვენი ციხესიმაგრეა, მთელი ამ ხნის განმავლობაში მხარს უჭერდა ფრონტს და ჯარისკაცებს. სწორედ აქ, დნიპროში, 2014 წლიდან ჩვენს ათასობით მეომარს გადაურჩინეს ჯანმრთელობა მიღებული ჭრილობების შემდეგ
დნიპრომ კონცენტრირება მოახდინა მოხალისეების მუშაობაზე აგრესიის პირველი კვირებიდან 2014 წელს.
გმადლობ, დნიპრო, მადლობას ვუხდი ყველას ამ ქალაქში, ვინც ეხმარება უკრაინას. იდექით მტკიცედ და დაამარცხეთ ოკუპანტი“, – განაცხადა ზელენსკიმ.