უნგრეთის პარლამენტმა ფინეთის ნატოში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა

უნგრეთის პარლამენტმა ფინეთის ნატოში გაწევრიანების რატიფიცირება მოახდინა, რითაც ჰელსინკი ალიანსში გაწევრიანებას ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა.

მედიის ცნობით, ფინეთის ალიანსში გაწევრიანებას მხარი 182-მა კანონმდებელმა დაუჭირა, ხოლო 6 წინააღმდეგ წავიდა.

ცნობისთვის, უნგრეთს ნატოში გაწევრიანებისთვის ახლა მხოლოდ თურქეთის პარლამენტის თანხმობა სჭირდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები