CNN: პრიგოჟინი ბახმუტში კიდევ ერთხელ ჩავიდა

რუსული კერძო სამხედრო კომპანიის, Wagner-ის ხელმძღვანელი ევგენი უკრაინის ქალაქ ბახმუტში ფრონტის ხაზს კიდევ ერთხელ ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, მათ პრიგოჟინის ადგილმდებარეობის დადგენა „გეოლოკოაციის“ მეთოდის გამოყენებით შეძლეს, რისთვისაც მათ რუსი ჟურნალისტის, ალექსანდრ სიმონოვის ვიდეო რეპორტაჟი გამოიყენეს.

„ვაგნერის“ ჯგუფი ყოველთვის არ აძლევს უფლებას ომის ჟურნალისტებს რომ მათ წინა ხაზებზე შეუერთდნენ. მე ვთხოვე კომპანიის უფროსს, ევგენი პრიგოჟინს და მან მე უფლება მომცა, რომ მებრძოლებთან ერთად წამოვსულიყავი“, – ციტირებს CNN სიმონოვს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები