მიხეილ სარჯველაძე: დიახ, საქართველოს აქვს ევროპული პერსპექტივა
“არავინ ითხოვს ჩვენგან სუვერენიტეტის დაკნინების ხარჯზე ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციას. სრული პატივისცემა აქვს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და ვერავინ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის არჩევანში ვერ ჩაერევა”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ “იმედის” ეთერში საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს ევროპული პერსპექტივა აქვს.
“ევროპაშიც არიან პოლიტიკოსები, რომლებიც სრულიად სხვა საქმით არიან დაკავებული და მათთვის მეორეხარისხოვანია ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაცია. პირველხარისხოვანი მნიშვნელობისაა ამ ქვეყანაში რომელიმე პოლიტიკური გუნდის მხარდაჭერა. ამ შემთხვევაში, ვგულისხმობ „ნაციონალურ მოძრაობას“.
არავინ ითხოვს ჩვენგან სუვერენიტეტის დაკნინების ხარჯზე ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციას. სრული პატივისცემა აქვს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და ვერავინ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის არჩევანში ვერ ჩაერევა. ამიტომაც, როდესაც გარკვეული დესტრუქციული პოლიტიკოსები, მათ შორის ევროპაში მყოფი, ცდილობენ, როგორღაც ჩაერიონ ამ ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებში, ეს, რა თქმა უნდა, სასურველი არ არის, მაგრამ საბედნიეროდ, ევროპულ დედაქალაქებში, ზოგადად ევროპარლამენტში ეს ყველასგან აპრობირებული პოლიტიკის კეთების ხერხი არ არის და აქედან გამომდინარე, იმედიანად უნდა ვიყოთ.
როგორიც უნდა იყოს გეოგრაფია და კონტექსტი, დიახ, საქართველოს აქვს ევროპული პერსპექტივა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო და როდესაც კონტექსტზე ვსაუბრობთ, გაითვალისწინეთ, რომ საქართველოში ეს თარგმნეს ჩვენმა ოპოზიციონერმა კოლეგებმა, როგორც ქვეყნის წარუმატებლობა. ეს ხომ ცუდი ამბავია, თუმცა უნდა ვთქვათ, რომ საქართველოს ეკუთვნოდა კანდიდატის სტატუსი. თუ ეს მაშინ ვერ მოხდა, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს სხვა დროს მოხდება“, – განაცხადა სარჯველაძემ.