Spiegel: ბერლინმა კიევს ყველა დაპირებული Leopard 2 გადასცა
ბერლინმა კიევს 18 დაპირებული ტანკი, Leopard 2 გადასცა.
ამის შესახებ Spiegel-ი წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება.
გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყანას ასევე 40-მდე ქვეითი საბრძოლო მანქანა Marder-ი მიეწოდა.
გერმანიის მიერ უკრაინისთვის ტანკების გადაცემის მზაობა იანვრის ბოლოს გახდა ცნობილი.