“თუ პატიმრისადმი თანადგომის გამოხატვა უნდოდათ, შეეძლოთ – სხვანაირად გამოეხატათ და არა იმ სფეროში, სადაც მის მმართველობას ყველაზე დიდი პრობლემები ჰქონდა” – დავით ზურაბიშვილი სააკაშვილისთვის ჯილდოს გადაცემაზე

თუ პატიმრისადმი თანადგომის გამოხატვა უნდოდათ, შეეძლოთ – სხვანაირად გამოეხატათ და არა მაინცდამაინც იმ სფეროში დამსახურების აღნიშვნით, სადაც მის მმართველობას ყველაზე დიდი პრობლემები ჰქონდა, – ასე ეხმაურება დავით ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილისთვის ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლის საქმეში ჯილდოს გადაცემას.

როგორც დავით ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, სააკაშვილს ჯილდო ნორვეგიის კონსერვატიულმა პარტიამ გადასცა EPP-ს წევრმა და არა მთელმა ნორვეგიამ.

„ნორვეგიის კონსერვატიულმა პარტიამ გადასცა, EPP-ს წევრმა და არა მთელმა ნორვეგიამ.
ისე მაგათგანაც მარაზმია, ჩემი აზრით. თუ პატიმრისადმი თანადგომის გამოხატვა უნდოდათ, შეეძლოთ – სხვანაირად გამოეხატათ და არა მაინცდამაინც იმ სფეროში დამსახურების აღნიშვნით, სადაც მის მმართველობას ყველაზე დიდი პრობლემები ჰქონდა“, – წერს დავით ზურაბიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები