ირაკლი ჩიქოვანი – სააკაშვილზე: გაუგებარია, დაჯილდოებული იყოს ადამიანი, რომელმაც საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ დანაშაულის რეჟიმი შექმნა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ჩიქოვანი მიხეილ სააკაშვილისთვის ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლის საქმეში ჯილდოს გადაცემას გამოეხმაურა.
„გაუგებარია, დაჯილდოებული იყოს ადამიანი, რომელმაც საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ დანაშაულის რეჟიმი შექმნა და ამის დასტურია სტრასბურგის სასამართლოს არაერთი გადაწყვეტილება. ეს არის მორიგი კამპანია, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ და კოლეგა-პარტნიორ პარტიებს უკავშირდება. ეს არის მცდელობა, შავი თეთრად წარმოაჩინონ და რაღაცნაირად მიხეილ სააკაშვილს ჩამორეცხონ დანაშაულები, რომელიც მას აქვს“, – განაცხადა ჩიქოვანმა.