“პასუხისმგებლობით მოიქეცი და მოერიდეთ ძალადობას” – ნეთანიაჰუმ აქციის მონაწილეებს მიმართა

ისრაელის პრემიერმინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით საყოველთაო გაფიცვას და მასობრივ პროტესტს გამოეხმაურა.

ამის შესახებ The Times of Israel-ი წერს.

“მოვუწოდებ იერუსალიმში ყველა დემონსტრანტს, მემარჯვენე და მემარცხენეს, მოიქცნენ პასუხისმგებლობით და მოერიდონ ძალადობას. ჩვენ ძმები ვართ”, – ხაზგასმით აღნიშნა მან.

ამ წუთებში ისრაელში ქნესეტთან დიდი ანტისამთავრობო აქცია მიმდინარეობს.

ადგილობრივი მედია იტყობინება, რომ დღეს ნეთანიაჰუ რეფორმების შეჩერებაზე გააკეთებს განცხადებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები