თეა წულუკიანი: ჩემი განხილვა ჯანდაცვის მინისტრის პოზიციაზე არის წმინდა წყლის სპეკულაცია

„ჩემი განხილვა ჯანდაცვის მინისტრის პოზიციაზე არის წმინდა წყლის სპეკულაცია, ისევე როგორც არაერთ სხვა ადგილას”,- ამის შესახებ კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, არჩევნებამდე არსად წასვლას არ აპირებს.

“ასე ხდება ხოლმე, როდესაც ის ადამიანები, რომელთაც არ მოსწონთ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში რა პოლიტიკაც დღეს ტარდება, დასხდებიან ხოლმე, ადგილებიც ვიცი, სადაც მსჯელობენ და თათბირობენ. ითათბირებენ და გადაწყვეტენ, რომ მალე გვეშველება, გადადის ამ და ამ სამინისტროში. მგონი, რიგით მეოთხე სამინისტროა, სადაც გამამწესეს, მაგრამ, მინდა, მივუსამძიმრო მათ, არჩევნებამდე არსად არ ვაპირებ წასვლას. არჩევნების მერე ალბათ მათთვის კიდევ უფრო დიდი სამძიმარი შეიძლება, მქონდეს სათქმელი“, – განაცხადა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები