მიხეილ სარჯველაძე: ვფიქრობ, მამუკა ხაზარაძე კარგად ხვდება, რომ ქვეყნის წინააღმდეგ ოპოზიციის მიზანმიმართული, მტრული მუშაობა შეწყნარებული ვერ იქნება

“ვფიქრობ, ხაზარაძეც იმიტომ აკეთებს ამ განცხადებებს, რომ ის კარგად ხვდება, ოპოზიციის მიზანმიმართული, მტრული მუშაობა ქვეყნის წინააღმდეგ, შეწყნარებული ვერ იქნება, მათ შორის, ვერც ევროპელი კოლეგების მხრიდან”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციის სურვილია, ხელისუფლება ქვეყნის წარმატებასთან ასოცირებული არ იყოს.

„ხაზარაძის განცხადება, პრაქტიკულად, დასტურია და კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ რასაც ამ ხნის განმავლობაში „ქართული ოცნება“ ამბობდა, რაზეც ვსაუბრობდით, მაგალითად, გასული წლის ზაფხულში მიღებული გადაწყვეტილებისას, სამწუხაროდ, ძალიან აქტიურად იმუშავა ჩვენმა ოპოზიციამ, რათა ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება არ მომხდარიყო. წარმატება, რომელიც ქვეყანას ჰქონდა, არ ყოფილიყო ასოცირებული არ ყოფილიყო ამ ხელისუფლების წარმატებასთან. აბსოლუტურად მცდარია შეხედულება, როდესაც საუბრობენ მოსახლეობამ დაიმსახურა, ხელისუფლებამ ვერ დაიმსახურა. ქვეყანა იმსახურებს, რომელიც, რა თქმა უნდა, ხალხისა და ხელისუფლებისგან შედგება. ვფიქრობ, ხაზარაძეც იმიტომ აკეთებს ამ განცხადებებს, რომ ის კარგად ხვდება, რომ ოპოზიციის ასეთი მიზანმიმართული, მტრული მუშაობა ქვეყნის წინააღმდეგ, შეწყნარებული ვერ იქნება, მათ შორის, ვერც ევროპელი კოლეგების მხრიდან“, – განაცხადა სარჯველაძემ.

ცნობისთვის, “ლელოს” ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა: “ვიღაცების პოზიციაა, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში არ უნდა იყოს მიღებული კანდიდატის სტატუსი, რასაც მე და ჩემი პარტია კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით – ყველაფერი უნდა გავაკეთოთ კანდიდატის სტატუსის მისაღებად”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები