“საზოგადოებას ნათლად დაანახებს, თუ ვინ მუშაობს ამ ქვეყანაში ევროპული ინტეგრაციისთვის და ვინ არის ამის წინააღმდეგი” – ირაკლი ჩიქოვანი – მამუკა ხაზარაძის განცხადებაზე

როდესაც ვინმე რაიმე ფორმით ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღებას, ეს მოღალატეობრივი ქმედებაა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა მამუკა ხაზარაძის განცხადების შეფასებისას განაცხადა.

„ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ პოლიტიკური ძალები, რომლებიც მართავენ შეხვედრებს [ევროპაში] და მერე ქართული საზოგადოების წინაშე თავს იწონებენ, რომ თითქოს მხარს უჭერენ საქართველოს ევროპულ პერსპექტივას, პირიქით იქცევიან და აკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ ამ პერიოდში ქვეყანამ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ამასთან დაკავშირებით ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ და კარგია, რომ თვითონ ოპოზიციის წარმომადგენლებმა დაიწყეს ამ თემაზე ლაპარაკი. ეს საზოგადოებას კიდევ ერთხელ ნათლად დაანახებს, თუ ვინ მუშაობს ამ ქვეყანაში ევროპული ინტეგრაციისთვის და ვინ არის ამის წინააღმდეგი. ჩვენი პარტნიორებისთვისაც აბსოლუტურად გაუგებარია – იყო საქართველოში პოლიტიკოსი და საჯარო პირი და რეალურად ფარულად ძირს უთხრიდე საქართველოს ევროპულ პერსპექტივას“, – აცხადებს ჩიქოვანი.

ცნობისთვის, „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, არსებობს პოზიცია, რომ “ქართული ოცნების” პირობებში არ უნდა იყოს მიღებული კანდიდატის სტატუსი, რასაც, როგორც ხაზარაძე ამბობს, თავად არ ეთანხმება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები