ირაკლი ქადაგიშვილი: ყველაფრის მიუხედავად, „ქართულმა ოცნებამ“ მეთოდურად გააგრძელა მუშაობა რეკომენდაციების შესრულებაზე
“სამწუხაროდ, წლების განმავლობაში ოპოზიციის დიდი ნაწილი ყველაფერს აკეთებს, რომ ევროატლანტიკური მიმართულებით საქართველოს პროგრესი ყოფილიყო საბოტაჟირებული და ტორპედირებული. ამ ყველაფრის მიუხედავად, „ქართულმა ოცნებამ“ მეთოდურად გააგრძელა მუშაობა რეკომენდაციების შესრულებაზე”,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების უმრავლესობას ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად არაფერი გაუკეთებია.
“ფაქტობრივად, რეკომენდაციების შესრულება ბოლოშია გასული და ორი პუნქტია დარჩენილი. ოპოზიცია კარგად ხედავს, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან რეკომენდაციების შესრულებას არანაირი შეფერხება არ ექნება. აქედან გამომდინარე, ცდილობენ, წასულ მატარებელს დაეწიონ და უკვე მიწურულს, ბოლო ვაგონი რომ არის დარჩენილი, მასზე შემოხტომას ცდილობენ, თან ისე, რომ „ქართული ოცნება“ დაამუნათონ, იმუშავეთ რეკომენდაციების შესრულებაზეო. არცერთ მათგანს, იშვიათი გამონაკლისების გარდა, თითი თითზე არ დაუდია რეკომენდაციების შესასრულებლად”, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.