ბათუმში ურბანული ხელოვნების ფესტივალი “არტ აქტივი” მიმდინარეობს

ბათუმში ურბანული ხელოვნების ფესტივალი “არტ აქტივი” მიმდინარეობს. 22 აგვისტოდან 29 აგვისტოს ჩათვლით, 10:00 საათიდან 19.00 საათამდე, ქალაქ ბათუმის ბულვარში (ანბანის კოშკის / გალერია 41N41E მიმდებარე ტერიტორიაზე) მიმდინარე ღონისძიებების ციკლს ევროკავშირის პროექტის „ერთად შევეგებოთ ევროპას” ფინანსური დახმარებით , ქალაქ ბათუმის მერია და მხარდამჭერი ორგანიზაციები მართავს.
ღონისძიება ორგანიზებულია მადრიდელ ურბანული ხელოვნების კოლექტივ “ ბასურამასთან” (Basurama) ერთად (www.basurama.org). დაგეგმილი აქტივობა პლასტმასის, პოლიეთინელის პარკების მოხმარების შემცირების, ნარჩენების მეორადი გამოყენებისა და გარემოზე ზრუნვის შესახებ ინფორმირებასა და ცნობიერების ამაღლებას ემსახურება. პროექტი ითვალისწინებს სამომხმარებლო ნარჩენების გამოყენებით ღია ცის ქვეშ კინოს მოწყობას. მოწვეული ხელოვანების და ადგილობრივი ახალგაზრდების ჩართულობით პოლიეთილენის პარკების გამოყენებით დამზადდება ეკრანი, სკამები კი ძველი საბურავებით. 22-27 აგვისტო ეთმობა მშენებლობის პროცესსა და პარალელურ საგანმანათლებლო ვორკშოპს ახალგაზრდებისა და დაინტერესებული მოსახლეობისთვის თუ დამსვენებლებისთვის. 28 აგვისტოს (საღამოს 20.00) მოხდება კინო ინსტალაციის გახსნა და ვიდეო ფილმების ჩვენება სამომხმარებლო გლობალური პრობლემების, მეორადი გამოყენების აუცილებლობისა და ზოგადად გარემოზე ზრუნვის მიმართულებით. 29 აგვისტოს, აქტივობის ფინალურ დღეს 17.00 საათიდან არასამთავრობო ორგანიზაცია – კავშირი მდგრადი განვითარებისათვის „EcoVision“ ორგანიზებით, გაიმართება გარემოსდაცვითი სასკოლო აქცია. ღონისძიების ძირითადი თემაა მოსწავლეების ინფორმირებულობის გაზრდა ნარჩენებთან დაკავშირებით. 20.00 საათიდან კი ისევ გაგრძელდება ფილმების პრექციები. “ბასურამა” ჩამოყალიბდა 2001 წელს მადრიდის არქიტექტურის სკოლაში (ETSAM), ესპანეთში და წარმოადგენს დისკუსიათა ფორუმს, რომელიც ზოგადად ნაგვის, ნარჩენების მეორადი გამოყენებისა და გარემოზე ზრუნვის აუცილებლობის ყველა შესაძლო ფორმასა და ზემოქმედების გზებსა და მეთოდებს იძიებს და მასზე რეაგირებს. კოლექტივის წევრების მიზანია არა მარტო ზეგავლენა მოახდინონს არსებულ რეალობაზე, არამედ ყურადღება გაამახვილოს და შეცვალოს ჩვენს მიერ გარემოს აღქმის, შრომის კულტურასა და თანამედროვე აზროვნებაში არსებული დამახინჯებული მიდგომები. ჯგუფი ძირითადად საჯარო სივრცეზე მუშაობს და განხორციელებული აქვს პროექტები ესპანეთში, ალჟირში, გერმანიაში, პოლონეთში, ტაილანდში, ჩინეთში, ბრაზილიასა და მსოფლიოს კიდევ სხვა უამრავ ქვეყანაში. პროექტი ხორციელდება ევროკავშრიის პროგრამის „ერთად შევეგებოთ ევროპას“ ფინანსური მხარდაჭერით მოწვეულ ხელოვან კურატორებთან ერთად.

10617225_890819117613049_1298434708_n

10638091_890819120946382_1961540649_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები