ლონდონის „არსენალის“ ქომაგმა „ლივერპულის“ გულშემატკივარი მოკლა

  ლონდონის „არსენალის“ კენიელმა ქომაგმა „ლივერპულის“ გულშემატკივარი მოკლა. შემთხვევა კენიის ქალაქ მერუს ერთ-ერთ პაბში მოხდა. „ლივერპული“ – „არსენალის“ დაპირისპირების დროს მერსისაიდულმა კლუბმა ლონდონელები 5:1 გაანადგურა. უცნობმა ქომაგმა, რომელიც პოლიციამ ვერ იპოვნა, მუცლის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა „ლივერპულელთა“ გულშემატკივარს, რომელიც აქტიურად გამოხატავდა აღტაცებას თავისი საყვარელი კლუბის შესანიშნავი თამაშის გამო. დაზარალებული საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. შეგახსენებთ, რომ ეს არ არის მსგავსი პირველი შემთხვევა. 2013 წლის მიწურულს „მანჩესტერ იუნაიტედის“ ქომაგმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, როდესაც „იუნაიტედმა“ „ნიუკასლთან“ – 0:1, დათმო საშინაო შეხვედრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები