ანა ნაცვლიშვილი: ჩვენი პარტიული პოზიციაა, რომ მთავარია, საქართველოს ჰქონდეს შესაძლებლობა, წინ იაროს და სტატუსი მიიღოს

ჩვენი პარტიული პოზიციაა, რომ მთავარია, საქართველოს ჰქონდეს შესაძლებლობა, წინ იაროს და სტატუსი მიიღოს,- ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელობა არ აქვს, საქართველო სტატუსს რომელი ხელისუფლების პირობებში მიიღებს.

“ჩვენთვის პრობლემას არ წარმოადგენს, თუ სხვა ხელისუფლების პირობებში მიიღებს სტატუსს. ჩვენ ამის კომპლექსი არ გვაქვს.

დღეს მათი ძალაუფლება დგას სასამართლოს კონტროლზე, კორუფციულ სქემებზე. ეს ყველაფერი რომ შეცვალო და რეფორმას დაუქვემდებარო, ძალაუფლებას და მხარდაჭერას დაკარგავენ იმ ჯგუფების მხრიდან, რომლებიც თავისუფალი სასამართლო რომ არსებობდეს, თავისუფალი არ უნდა იყვნენ”,- თქვა ნაცვლიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები