გიორგი კალანდია – მარიკა ბაკურაძის სამსახურიდან გათავისუფლებაზე: უბრალოდ ყველამ გაითვალისწინეთ რას იზამს ეს ხალხი ხელისუფლებაში რომ მოვიდეს

ისტორიკოსი გიორგი კალანდია ჟურნალისტ მარიკა ბაკურაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ის გამომცემლობებმა – „ინტელექტმა” და „არტანუჯმა“ სამსახურიდან გაათავისუფლეს.

“უბრალოდ ყველამ გაითვალისწინეთ რას იზამს ეს ხალხი ხელისუფლებაში რომ მოვიდეს”,- აღნიშნა კალანდიამ.

ცნობისთვის, მარიკა ბაკურაძემ სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზებზე “ქრონიკასთან” ისაუბრა და აღნიშნა – “მე ვფიქრობ, რომ „ინტელექტის“ და „არტანუჯის“ ხელმძღვანელობას შეუთავსებლობა აქვს იმასთან, რომ მე თან მათი თანამშრომელი ვიყავი და თან ტელეკომპანია „იმედის“ სახე ვარ”.

გამომცემლობა „არტანუჯის“ დამფუძნებელი, ბუბა კუდავა აცხადებს, რომ მარიკა ბაკურაძის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები