„მთარგმნელობითი საქმიანობის ხელშეწყობა (ქართული, აფხაზური, ოსური)“ – კულტურის სამინისტრომ გამარჯვებული პროექტები გამოავლინა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ კონკურსში – „მთარგმნელობითი საქმიანობის ხელშეწყობა (ქართული, აფხაზური, ოსური)“ – გამარჯვებული პროექტები გამოავლინა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსი მიმდინარე წლის 22 თებერვალს გამოცხადდა. „კონკურსის მიზანი იყო თანამედროვე ლიტერატურული ნიმუშების თარგმნის გზით ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური ლიტერატურულ-კულტურული ურთიერთობების აღდგენა და გაღრმავება.
კონკურსი ითვალისწინებდა თანამედროვე ქართული ლიტერატურის ნიმუშების აფხაზურ და ოსურ ენებზე თარგმნასა და გამოცემას; ასევე – თანამედროვე აფხაზური და ოსური ლიტერატურის ნიმუშების ქართულ ენაზე თარგმნასა და გამოცემას.
კონკურსში გაიმარჯვა პროექტებმა:
1. „თანამედროვე ქართველი და ოსი პოეტების ერთობლივი კრებულის გამოცემა“ – განმახორციელებელი ა(ა)იპ საერთაშორისო საზოგადოება „კავკასიური მოზაიკა“;
2. „მიხა ლაკერბაიას ნოველების თარგმნა და წიგნად გამოცემა“ – განმახორციელებელი ა(ა)იპ საზოგადოება „აფხაზური სახლი“;
მიმდინარე წელს კონკურსის ბიუჯეტი იყო 60 000 ლარი. სამინისტროს განცხადებით მომართა სამმა კონკურსანტმა.
აღსანიშნავია, რომ კონკურსი „მთარგმნელობითი საქმიანობის ხელშეწყობა (ქართული, აფხაზური, ოსური)“ 2022 წელს პირველად გამოცხადდა, რომლის ფარგლებში სამინისტროში ხუთი განაცხადი შემოვიდა და სამი პროექტი განხორციელდა. შარშან კონკურსის ბიუჯეტი იყო 50 000 ლარი“, – ნათქვამია ინფორმაციაი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები