ლევან მაჭავარიანი: რადიკალმა ნაცაქტივისტმა ვინმე გოგოტიშვილმა, ბაჩო ახალაიასთან 9 ოქტომბერს ჩაწერილი ინტერვიუ გამოაქვეყნა – ინტერვიუში ისეთ რამეს ამბობს ახალაია, რომ გოგოტიშვილს კარგი დღე არ დაადგება ამ ინტერვიუს გამოქვეყნებისთვის – წამოსცდა, ამოჭრა დაავიწყდათ თუ რა მოხდა, ამაზე თვითონ იდარდონ
საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი, ბაჩო ახალაიას მიერ 9 ოქტომბერს გაკეთებულ განცხადებას აფასებს, რომელმაც, თენგო გოგოტიშვილის კითხვაზე, გეგმავდა თუ არა ამ ადამიანებთან [4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსები] ერთად სახელმწიფო გადატრიალებას, უპასუხა: “ეგ ხალხი რასაც აკეთებდა, იმ საქმეში მე არ ვმონაწილეობ”.
მაჭავარიანის განცხადებით, გოგოტიშვილს ამ ინტერვიუს გამოქვეყნებისთვის “კარგი დღე არ დაადგება”, ხოლო, ახალაიას ეს სიტყვები წამოსცდა თუ ამოჭრა დაავიწყდათ, ამაზე თავად უნდა იდარდონ.
“ცოტა ხნის წინ ერთმა ყოფილმა ჟურნალისტმა, რადიკალმა ნაცაქტივისტმა ვინმე გოგოტიშვილმა 9 ოქტომბერს ბაჩო ახალაიასთან ჩაწერილი ინტერვიუ გამოაქვეყნა. ინტერვიუში ისეთ რამეს ამბობს ახალაია, რომ ხვალ დილიდან გოგოტიშვილს კარგი დღე არ დაადგება ამ ინტერვიუს გამოქვეყნებისთვის. წამოსცდა, ამოჭრა დაავიწყდათ თუ რა მოხდა, ამაზე თვითონ იდარდონ. დანარჩენს თავად მოუსმინეთ,” – წერს სოციალურ ქსელში ლევან მაჭავარიანი, რომელიც აღნიშნული ინტერვიუდან შესაბამის ნაწყვეტსაც აქვეყნებს.