ახალი წლის დღეების ფარგლებში, ღორჯომში საახალწლო ღონისძიება გაიმართა

ახალი წლის დღეების ფარგლებში, ღორჯომში ადგილობრივი ანსამბლებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით საახალწლო ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებას ხულოს მუნიციპალიტეტის – მერი ვახტანგ ბერიძე, საქართველოს პარლამენტის წევრი – ანზორ ბოლქვაძე, მერის მოადგილე – ნური გორგაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ვახტანგ ბერიძემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და წარმატებული წელი უსურვა.

ახალი წლის დღეების ფარგლებში ორგანიზებული საახალწლო ღონისძიებები ხულოში 30 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

ინფორმაციას ხულოს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები