ვატო შაქარიშვილი – ბაჩო ახალაიაზე: მკაფიოდ უნდა ითქვას, რომ ევროკავშირი იმ ადამიანის ხელით ცდილობდა საქართველოში დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების დამხობას, რომელმაც ქვეყანაში მწამებლური სისტემა შექმნა

„მკაფიოდ უნდა ითქვას, რომ ევროკავშირი იმ ადამიანის ხელით ცდილობდა საქართველოში დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების დამხობას, რომელმაც საქართველოში მწამებლური სისტემა შექმნა,“ – ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, ვატო შაქარიშვილმა 4 ოქტომბრის მოვლენებსა და ბაჩო ახალაიას საქმეზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირი დღეს არის ის ორგანიზაცია, ის სტრუქტურა, რომელიც ყველანაირი აკრძალული მეთოდით ცდილობს, საქართველო დააბრუნოს ბნელ წარსულში.

„აქ იკვეთება პირდაპირი კავშირი ჯალათსა და ევროკავშირის დღევანდელ ბიუროკრატიას შორის. ევროკავშირი დღეს არის ის ორგანიზაცია, ის სტრუქტურა, რომელიც ყველანაირი აკრძალული მეთოდით ცდილობს, საქართველო დააბრუნოს ბნელ წარსულში, იმ წარსულში, სადაც ბაჩო ახალაია ადამიანებს აწამებდა; სადაც მეგის ქარდავა, კოხტა კოდუა და ის ყავარჯნებიანი კაციც – ცნობილი სამეგრელოს საწამებელი ჯურღმულებიდან, იყვნენ ქვეყნის სათავეში და ასეთი სისტემა იყო.

ის, რომ საქართველოს მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს დააჯერეს, რომ ევროკავშირი არის საქართველოს უკეთესი ხვალინდელი დღე და უკეთესი მომავალი, რეალობა არის აბსოლუტურად განსხვავებული. ევროკავშირი საკუთარი ქმედებებით და ამ ადამიანების, ჯალათების ხელით ცდილობს, საქართველოს წარსულში დაბრუნებას“, – განაცხადა შაქარიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები