გიორგი ჯინჭარაძემ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს საახალწლო ნობათები გადასცა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრთან ერთად ახალციხეში მცხოვრებ მოწყვლადი კატეგორიის აფხაზეთიდან დევნილ ოჯახებს შეხვდა. ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

მთავრობის თავმჯდომარემ და მინისტრმა მათ დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და დღესასწაულებთან დაკავშირებით საახალწლო ნობათები გადასცეს.

„ჩვენს დევნილ მოსახლეობას მივულოცეთ შობა-ახალი წელი. პირადად ვესტუმრეთ ოჯახებში და გადავეცით მათ საახალწლო ნობათი. მინდა, სრულიად საქართველოს და განსაკუთრებით დევნილ მოსახლეობას მივულოცო ახალი წელი და ვუსურვო ჯანმრთელობა, ბედნიერება და რაც ყველაზე მთავარია, ქვეყნის გაერთიანება“, – განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.

საახალწლო ნობათების დარიგების პროცესი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს კოორდინაციით, საქართველოს ყველა რეგიონში მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები