გრიპის მიმდინარეობისას, რა დროს უნდა მიმართოს მშობელმა ექიმს – პედიატრი განმარტავს

“ძვირფასო მშობლებო. გრიპის მიმდინარეობის, როგორც „ღორის“ H1N1 და ასევე „ჰონკონგის“ H3N2) დროს ზოგჯერ შესაძლებელია ეტაპობრივი მიმდინარეობა — პირველ 2–3 დღეს მაღალი სიცხე და მძიმე საერთო მდგომარეობა, შემდეგ 1–2 დღით თითქოს გაუმჯობესება, და ამის შემდეგ სიმპტომების ხელახალი გაძლიერება”, – ამის შესახებ პედიატრი, ინგა მამუჩიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“ასეთ შემთხვევაში აუცილებელია ექიმის დამატებითი შეფასება, რადგან ეს შეიძლება, იყოს ვირუსის ბუნებრივი მიმდინარეობა, მაგრამ ასევე შესაძლოა, მიუთითებდეს გართულებაზე (მეორადი ბაქტერიული ფლორის აქტივაციაზე)მდგომარეობის ხელახალი გაუარესება არასდროს უნდა დარჩეს უყურადღებოდ. გრიპის უმეტეს შემთხვევაში ბავშვები სრულად და უსაფრთხოდ გამოჯანმრთელდებიან. ეტაპობრივი მიმდინარეობა თავად არ ნიშნავს მძიმე გართულებას და ხშირად ორგანიზმის ბუნებრივ იმუნურ რეაქციას ასახავს. ყურადღება, დაკვირვება, სითხის მიღება, სიცხის სწორად მართვა და ექიმთან დროული კონტაქტი სრულიად საკმარისია, რომ ბავშვმა ინფექცია მშვიდად გადაიტანოს. პანიკა არ ეხმარება გამოჯანმრთელებას — მშვიდი, ინფორმირებული მშობელი კი საუკეთესო დახმარებაა ბავშვისთვის”, – წერს პედიატრი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები