პროკურორი – ბაჩო ახალაიას საქმეზე: საქმეში არსებობს რიგი მტკიცებულებები, მოწმეთა გამოკითხვის ოქმები, ექსპერტიზის დასკვნები, მათ შორის სატელეფონო კომუნიკაციების დამადასტურებელი ინფორმაცია

„საქმეში არსებობს რიგი მტკიცებულებები, მოწმეთა გამოკითხვის ოქმები, ექსპერტიზის დასკვნები, მათ შორის სატელეფონო კომუნიკაციების დამადასტურებელი ინფორმაცია,“- ამის შესახებ პროკურორმა, თამარ ბეჟუაშვილმა ბაჩო ახალაიას საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

“სასამართლო სხდომა წარიმართა დახურულ რეჟიმში. ბრალდების მხარემ იშუამდგომლა, რადგანაც, მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე საქმეში ფიგურირებს არაერთი პირი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები, ასევე გამოძიება გამოყოფილ საქმეზე მიმდინარეობს, სადაც სისხლის სამართლის საქმის მასალები გახლავთ საიდუმლო. სისხლის სამართლის საქმეში არსებობს რიგი მტკიცებულებები, მოწმეთა გამოკითხვის ოქმები, ექსპერტიზის დასკვნები, მათ შორის სატელეფონო კომუნიკაციების დამადასტურებელი ინფორმაცია, შესაბამისად, დადასტურებულია წარდგენილი ბრალდება მტკიცებულებებით. ბრალდების მხარე წარდგენილ მტკიცებულებებს, რა თქმა უნდა, სრულყოფილად იცნობს. შესაბამისად, წარედგინა პირს ბრალდება”, – აცხადებს თამარ ბეჟუაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები