თინათინ რუხაძე მოადგილესთან ერთად ისტორიულ-დოკუმენტური ფილმის – „ეგრისის დიდი ომის“ ჩვენებას დაესწრო

კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე მოადგილესთან, თეიმურაზ გამცემლიძესთან ერთად, ისტორიულ-დოკუმენტური ფილმის – „ეგრისის დიდი ომის“ ჩვენებას დაესწრო. ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ფილმის იდეისა და პროექტის ავტორია ვასილ მაღლაფერიძე, დამდგმელი რეჟისორი – თამარ ციციშვილი. სცენარი ეფუძნება რომაელი ისტორიკოსების – პროკოპი კესარიელისა და აგათია სქოლასტიკოსის ნაშრომებს.

ისტორიულ-დოკუმენტურ ფილმში ასახულია VI საუკუნის მოვლენები – მსოფლიოს ორი უდიდესი იმპერიის – რომისა და ირანის ბრძოლა აბრეშუმის გზის კონტროლისთვის და  ამ დაპირისპირების ეპიცენტრში ქართული სამეფოების მდგომარეობა. ფილმში მოთხრობილია ეგრისის მეფე გუბაზის ურთულესი გადაწყვეტილებების შესახებ, რომელიც მან ომში გახვეული სამშობლოს გადასარჩენად მიიღო.

ფილმში გამოყენებული გრაფიკული ვიდეო კადრები შექმნილია ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით.

„ხელოვნება დიდი ექსპერიმენტების სფეროა და, თუ ექსპერიმენტს არ გააკეთებ,  დიდ თემას ვერასდროს შეეხები. მთელ შემოქმედებით ჯგუფს ვულოცავ ამ წარმატებას. ეს ისტორია ყველა ქართველმა უნდა იცოდეს და იმედი მაქვს, რომ ამ ფილმს ძალიან ბევრი ადამიანი ნახავს“, – განაცხადა თინათინ რუხაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები