ლაგოდეხში, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს მრავალფეროვანი კულტურული და სპორტული აქტივობები მოეწყო

ლაგოდეხში, 21 მარტს, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს, ჯიმი მაისურაძის სკვერში, შეზღუდული შესაძლებლობებისა და მზრუნველობამოკლებულთა ორგანიზაცია „მადლი“-ს და სამარიტელთა კავშირის ბენეფიციარებისთვის, მრავალფეროვანი კულტურული და სპორტული აქტივობები მოეწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიებაზე, ორმოცდაათმა ბავშვმა მიიღო მონაწილეობა და მას, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, კახეთის გუბერნატორი, გიორგი ალადაშვილი დაესწრო.

სამახსოვრო ფოტოების შემდეგ, ბავშვებს, მუნიციპალიტეტის მერიისგან საჩუქრები გადაეცათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები