ჩხაიძე – სააკაშვილზე: კიდევ უფრო შეამცირა კვება, ჩვენ მიერ შეთავაზებულ მკურნალობაზე უარს აცხადებს

სრულად არ შეუწყვეტია კვება, საკვებს მცირე რაოდენობით იღებს, თუმცა, არა იმ კალორაჟით, რაც რეკომენდებულია, – ამის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე საუბრისას განაცხადა.

„შეიძლება ითქვას, რომ ისედაც მცირე რაოდენობით იღებდა საკვებს და კიდევ უფრო შეამცირა. რაც მთავარია, ჩვენ მიერ შეთავაზებულ სამკურნალო დანიშნულებასა და პროცედურებზე უარს აცხადებს და აცხადებს სრულ უნდობლობას“, – თქვა ჩხაიძემ.

საპირისპიროს ამტკიცებს მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია და ამბობს, რომ სააკაშვილი ექიმების მითითებებს ემორჩილება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები