“მდინარესთან თამაშობდა, ეპილეფსიანია და შეიძლება, სადმე წაიქცა, არ ვიცი” – რას ამბობს 9 წლის ბავშვის დედა, რომელსაც მეორე დღეა, ეძებენ

ბოლნისში მეორე დღეა, 9 წლის ბავშვს ეძებენ.

მოზარდის დედის, თამარ ტყემალაძის თქმით, ბავშვი სახლიდან გუშინ, დილის 11 საათზე გავიდა და მას მერე არავის უნახავს.

“ამ კორპუსის გარდა არსად  წასულა. ბოლოს ვნახე დილის 11 საათზე, სახლის უკან თამაშობდა. მდინარესთან თამაშობდა, მაგრამ მერე სად წავიდა, აღარ ვიცი. იცის ცურვა, მაგრამ ახლა ეს პერიოდი, სიცივეები რაც არის, წყალში არ შესულა. არსად არ არის, რა ვიფიქრო, არ ვიცი. ვფიქრობდი, ვინმემ წაიყვანა, გაიტაცა. ეპილეფსიანია და შეიძლება, სადმე წაიქცა, ან არ ვიცი…”, – ამბობს დაკარგული ბავშვის დედა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები