მაია ბითაძე: მართლა მრცხვენია, რომ ვიცნობ სამწუხაროდ ადამიანებს – ვაი ოპოზიციიდან, ვინც, ხელისუფლებაში მოსვლის დაუოკებელი სურვილის გამო, მზად არიან, ფეხქვეშ გათელონ ყველაფერი

მართლა მრცხვენია, რომ ვიცნობ სამწუხაროდ ადამიანებს – ვაი ოპოზიციიდან, ვინც, ხელისუფლებაში მოსვლის დაუოკებელი სურვილის გამო, მზად არიან ფეხქვეშ გათელონ ყველაფერი”, – ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, მაია ბითაძე სოციალურ ქსელში წერს და კოლეგის, მაკა ბოჭორიშვილის “ფეისბუქ” სტატუსს აზიარებს.

“ჩემი უდიდესი პატივისცემა მაკას !!! და მართლა მრცხვენია, რომ ვიცნობ სამწუხაროდ ადამიანებს – ვაი ოპოზიციიდან, ვინც, ხელისუფლებაში მოსვლის დაუოკებელი სურვილის გამო, მზად არიან, ფეხქვეშ გათელონ ყველაფერი – სამშობლო, კოლეგები, ადამიანები და თავად არც კი იციან, რა წერია ასოცირებაში, რამდენი კანონი დარჩა მისაღები და ძალიან ხშირად, იმიტომ რომ მარტივად-არ იციან, არ წაუკითხავთ, სწორედ ასოცირების ვალდებულებებს აპროტესტებენ!”, – წერს ბითაძე.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მაკა ბოჭორიშვილი სოციალურ ქსელში წერს: “ვინც საქართველოს ევროპული მომავლის წინააღმდეგ იბრძვის ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ და ასეთი სამწუხაროდ ძალიან ბევრია, მინდა, ყველას გასაგონად ვთქვა: ბევრი რამ შეიძლება, დააბრალოთ საქართველოს და მის ხელისუფლებას, მაგრამ არა – რუსობა!”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები