გრიგოლ გიორგაძე: ჩვენი ამოცანა და მიზანია, რომ თავდაცვისუნარიანობა გავაძლიეროთ, ამ გზაზე ვხვდებით საწინააღმდეგო აქციას, რომელიც ამ რეფორმების დისკრედიტაციას ემსახურება

ეს არის მიზანმიმართული დისკრედიტაცია და ემსახურება თავდაცვისუნარიანობის შესუსტებას, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა სავალდებულო სამხედრო სამსახურთან დაკავშირებით დაანონსებულ აქციას.

„ჩვენი ამოცანა და მიზანია, რომ თავდაცვისუნარიანობა გავაძლიეროთ და ჩვენ ამ გზაზე ვხვდებით საწინააღმდეგო აქციას, რომელიც ამ რეფორმების დისკრედიტაციას ემსახურება“, – აღნიშნა გიორგაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტმა მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარმოდგენილი „თავდაცვის კოდექსის” პროექტი პრინციპების დონეზე განიხილა და მხარი დაუჭირა. დოკუმენტის მიხედვით, თავდაცვის სამინისტროს მოწყობა და სამხედრო სამსახურთან დაკავშირებული საკითხები ახლებურად დარეგულირდება. ცვლილებების პროექტი, ფინური და ბალტიის ქვეყნების მოდელის საფუძველზე მომზადდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები