ცაგერში შუა საუკუნეების ციხის ნაშთებს, გალავანს და ნაკეთობებს მიაკვლიეს
საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ცაგერის ისტორიული მუზეუმის ცხეთა-დეხვირის ღია ცისქვეშ მუზეუმში შუა საუკუნეების ციხის ნაშთებს, გალავანს და დიდი რაოდენობით ქვევრებს მიაკვლია. ექსპედიციამ აგრეთვე ძვ.წ. VIII-VII საუკუნეებით დათარიღებული ტერასული ტიპის ნაგებობები და ტიპიური კოლხური კერამიკის ნაშთები გამოავლინა.