მამუკა მდინარაძე: ევროპის ყველაზე დიდი პარტია, სახალხო პარტიის ინიციატივა არის მთავარი მტკიცებულება იმისა, რომ რამდენიმე დღის წინ საქართველოში ადგილი ჰქონდა საუკუნის აფიორას

ევროპის ყველაზე დიდი პარტია, სახალხო პარტიის ინიციატივა არის მთავარი მტკიცებულება იმისა, რომ რამდენიმე დღის წინ საქართველოში ადგილი ჰქონდა საუკუნის აფიორას. რაც საქართველოში მონათლეს რუსულად, ის ამერიკულია ევროპაში, ის ამერიკულია კანადაში, ის ამერიკულია ავსტრალიაში, ის ამერიკულია დიდ ბრიტანეთში, ის ამერიკული ისრაელში და ა.შ., – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„თუკი ამ ქვეყანაში რაღაც კანონი არის ამერიკული, მაშინ უნდა დაფიქრდეს ნებისმიერი ჩვენგანი, ნებისმიერი მოქალაქე, პოლიტიკოსი, ჟურნალისტი და ა.შ. როგორ მოხდა ისე, რომ ყველგან, ერთი და იგივე რაღაც, ერთი და იგივე კანონი არის ამერიკული და მხოლოდ საქართველოში მოინათლა ის რუსულად. ეს იყო საუკუნის თაღლითობა, რომელშიც სამწუხაროდ გაება საქართველოს არაერთი გულწრფელი მოქალაქე და შეიძლება ბევრი მათგანი გულწრფელად აპროტესტებდა ამ ყველაფერს. არ უნდა დაგავიწყდეს ჩვენ, რომ იქ იყვნენ ადამიანები, როლებიც მიზანმიმართულად, თავისი აქტივისტობიდან გამომდინარე აპირებდნენ მიეღოთ მონაწილეობა ქვეყნის ქაოსში ჩართვაში. შედეგი რა დადგა იცით? ამ საუკუნის აფიორამ თავის მხრივ შვა ფაშიზმისა და ბოლშევიზმის რაღაც სინთეზი. გულწრფელად გეუბნებით არ ვიცი ამას რა ჰქვია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები